LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძის საქმეზე ვერდიქტის გამოსატანად ნაფიცი მსაჯულები დღეს გავლენ

76

მაგდა პაპიძის საქმეზე ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად დღეს გავლენ. დაცვისა და ბრალდების მხარეებმა მტკიცებულებების ეტაპი დაასრულეს.

ბრალდებას მტკიცებულებების გამოსაკვლევად სამი კვირა დასჭირდა, დაცვის მხარეს კი – 1 დღე.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებული საბოლოო სიტყვას იტყვის და ამის შემდეგ ნაფიცი მსაჯულები ვერდიქტის გამოსატანად გავლენ.

კანონის თანახმად, ნაფიც მსაჯულებს თავდაპირველად 3 საათიანი ვადა მიეცემათ და აღნიშნულ პერიოდში მათ ბრალდებულის გამართლების ან გამტყუნების გადაწყვეტილება ერთხმად უნდა მიიღონ. თუკი გადაწყვეტილება ერთხმად არ იქნება მიღებული, მოსამართლე მათ 6 საათიან ვადას მისცემს. ამ ვადაში ვერდიქტი ხმათა უკრავლესობით უნდა იქნას მიღებული, კერძოდ 12 ნაფიცი მსაჯულის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნება იმ შემთხვევაში, თუკი 8 ნაფიცი მსაჯული ერთი ვერდიქტის მომხრე იქნება. თუ გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც არ იქნება მიღებული, მოსამართლე ნაფიც მსაჯულებს დამატებით 3 საათიან ვადას მისცემს, რათა გადაწყვეტილება ხმათა იგივე რაოდენობით იქნას მიღებული.