LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძის დედა იმედოვნებს, რომ მისი შვილი გამართლდება

107

მაგდა პაპიძის დედა იმედოვნებს, რომ ვერდიქტი დადებითი იქნება, ამის შესახებ ლია შამუგიამ დღეს სასამართლოში განაცხადა.

“ეს საქმე აქ არ დამთავრდება. პირიქით, დღეს დაიწყება ყველაფერი – მე ამის პირობას ვდებ საზოგადოების წინაშე. ყველა ნათლად დაინახავს მკვლელი ვინ არის, როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანონ დღეს. მე მჯერა, რომ დადებითი ვერდიქტი იქნება, ამას ჩემი რწმენით ვამბობ, იმიტომ, რომ მე არ მყავს მკვლელი შვილი.მე თავიდანვე ვამბობდი იმას, რომ ეს გოგონას გაკეთებული არ არის, აქ მამაკაცის ხელი ურევია. აი, ეს დამტკიცდება რაღაც პერიოდის შემდეგ”, – განაცხადა ლია შამუგიამ.