LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძეს საქმის ხელახალ განხილვაზე უარი უთხრეს

99

თბილისის სააპელაციო სასამართლომ მეუღლისა და შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ მაგდა პაპიძის სარჩელზე გადაწყვეტილება მიიღო.

“ინტერპრესნიუსის” ცნობით,  მსჯავრდებულის საკასაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად სცნო და ზეპირი მოსმენითაც არ განიხილა.

მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მსჯავრდებული და მისი ინტერესების დამცველები ნაფიცი მსაჯულების მიერ მიღებული ვერდიქტის გაუქმებას ითხოვდნენ, ვინაიდან თვლიდნენ, რომ მსაჯულებმა ვერდიქტი საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით გამოიტანეს და მოსამართლის განმარტებებით არ უხელმძღვანელიათ. ამის საფუძველზე პაპიძის მხარე, ახალი ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით საქმის ხელახალ განხილვას ითხოვდა, თუმცა ადვოკატების აღნიშნული არგუმენტი სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა და საკასაციო საჩივარი დაუშვებლად სცნო.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

მეუღლისა და შვილის მკვლელობისთვის მაგდა პაპიძეს 2016 წლის ივლისში უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები