LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძემ შვილისა და ქმრის ფოტოების ნახვაზე უარი თქვა

107

მაგდა პაპიძემ გარდაცვლილი ქმრისა და შვილის ექსპერტიზის ჩატარების ამსახველი ფოტოების დათვალიერება ვერ შეძლო და მან ითხოვა, არ დასწრებოდა ფოტომასალის გამოკვლევას, რადგან თავს შეუძლოდ გრძნობდა.

პროცესზე გამომძიებლის დაკითხვა მიმდინარეობს, იგი ბრალდების მხარის კითხვებს პასუხობს, თუ რა ვითარება დახვდა მკვლელობის ადგილზე.

მისი ინფორმაციით, მაგდა პაპიძის ქმარს თავის არეში დაზიანებები აღენიშნებოდა, კონკრეტულად, მას თავის ქალის ძვალი ჰქონდა დაზიანებული. თორნიკე ქაფიაშვილს კი მხოლოდ ნაჭდევები აღენიშნებოდა.

გამომძიებელმა პაატა ნოზაძემ განაცხადა, რომ მოკლულ მამა-შვილს სეზონისთვის შეუფერებლად ეცვათ. ცხედრების დათვალიერების დროს ჰაერის ტემპერატურა მინუს სამი გრადუსი იყო, ომარ და თორნიკე ქაფიაშვილებს კი თხელი ტანსაცმელი ეცვათ.