მაგდა პაპიძე თავს დამნაშავედ არ გრძნობს, ამის შესახებ ბრალდებულმა წინასასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელიც საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დაიწყო.
მაგდა პაპიძეს ქმრისა და შვილის მკვლელობა ედება ბრალად, შემთხვევა 20 დეკემბერს დიღმის მასივში, ფერაძის ქუჩაზე მოხდა.
პაპიძის დამ დღეს განაცხადა, რომ სასამართლოს არ ენდობიან და ბრალდებულის სურვილის შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, საქმე ნაფიცმა მსაჯულებმა განიხილონ.