LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა პაპიძე ნაფიცმა მსაჯულებმა დამნაშავედ ცნეს

78

მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულ მაგდა პაპიძეს ნაფიცმა მსაჯულებმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს.

2030-ის ინფორმაციით, თორმეტივე ნაფიცმა მსაჯულმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილება და მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძე როგორც ოჯახური დანაშაულის ჩადენაში, ასევე განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ სცნო.

ბრალდება 16-დან 20 წლამდე  ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. სასჯელის ზომას, მსაჯულთა რეკომენდაციის საფუძველზე, მოსამართლე განსაზღვრავს.

6 ივლისს, 11 საათზე სასჯელს სასამართლო დანიშნავს.