LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა ჯოხაძე: „ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი, როგორზეც გათხოვებას ვისურვებდი…“

399
magdajoxadze209

ანრი ჯოხაძის და, მომღერალი მაგდა ჯოხაძე ჟურნალ „თბილისელებთან“ საუბრობს და აღნიშნავს, რომ როდესაც ოჯახი შექმნა, ძალიან პატარა იყო, ის 15 წლის, ხოლო მეუღლე 18-ის: „მიუხედავად იმისა, რომ როგორც წყვილი, საბოლოოდ ვერ ჩამოვყალიბდით, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ერთად გავიზარდეთ, ერთმანეთს კარგად ვიცნობთ და მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. გადასარევი ურთიერთობა მაქვს დედამთილთან, ყოფილ მამამთილთან და მთელ მის სანათესაოსთან. ბრაზილიური სერიალივით გამოგვივიდა (იცინის). ჩვენი ურთიერთობა რომ არ შედგა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები ცუდები არიან. პირიქით, ნამდვილად სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებენ“.

კითხვაზე, რატომ არ შექმნა მეორედ ოჯახი, მაგდა პასუხობს:

„ისეთ ადამიანად ჩამოვყალიბდი, როგორზეც ვისურვებდი გათხოვებას (იცინის). ალბათ, შინაგანი შიშის ფაქტორიცაა – რომ არ გამიმართლოს? შეიძლება, ამიტომაც ვიხევ უკან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები