LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგდა ანიკაშვილი დემოგრაფიულ პრობლემაზე: „ამერიკელებმა უნდა იფიქრონ ჩვენს გადარჩენაზე და ჩვენ არა?“

1276

ტელეჟურნალისტ მაგდა ანიკაშვილის მოსაზრებები დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით და მის მიერ გადაცემაში დიმიტრი ლორთქიფანიძისთვის დასმული შეკითხვა სოციალურ ქსელებში დიდი განსჯის საგანი გახდა.

„პლანეტის მთავარი პრობლემა დღეს ჭარბი მოსახლეობაა. ყოველდღიურად 250 000 ადამიანი იბადება. არ ფიქრობთ, ცოტა უპასუხისმგებლო მიდგომაა, როცა ამ საკითხს ვიწრო ნაციონალისტური კუთხით ვუყურებთ, რომ ქართველები ვიყოთ ბევრი, მაშინ, როცა მსოფლიოს ტვინები ზრუნავენ ამ პრობლემის გადაჭრაზე. ე.ი. ამერიკელებმა უნდა იფიქრონ პლანეტის გადარჩენაზე და ჩვენ არა? გარდა იმისა, რომ საქართველოს შვილები ვართ, ჩვენ ამ პლანეტის შვილებიც ვართ“ – განაცხადა ჟურნალისტმა, რითაც სტუდიაში დამსწრეთა დიდი მხიარულება გამოიწვია.

დიმიტრი ლორთქიფანიძემ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ჟურნალისტი ძალიან ბევრს ფიქრობს ამ თემაზე.

შეგახსენებთ, მაგდა ანიკაშვილს მიჰყავს გადაცემა, სადაც ორი ჟურნალისტი საპირისპირო მოსაზრებას ყველა საშუალებით იცავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები