LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგათი წერტილოვანი შეზღუდვები, ბოლოს „ლოქდაუნებით“ მთავრდება – ბიზნესი მთავრობაზე

64
ipiccy-image

მთავრობის მიერ დაანონსებული წერტილოვანი შეზღუდვები, როგორც წესი „ლოქდაუნებით“ სრულდება, რასაც ბიზნესი კატასტროფამდე მიჰყავს, – ამის შესახებ „აი-სი-არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ კახა ხაზარაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული და მთავრობას დრო არ რჩება ეკონომიკაზე იფიქროს.

„გვინდა გვჯეროდეს, რომ ამ სიტუაციიდან რაღაც გამოსავალი მოიძებნება, მაგრამ დღეს მთელი პოლიტიკური სპექტრი პოლიტიკური პრობლემების გადაწყვეტით არის დაკავებული და ალბათ, მთავრობას დრო საერთოდ არ რჩება, რომ ეკონომიკაზე იფიქროს. იმიტომ, რომ ეკონომიკაზე ფიქრისას, როგორც მინიმუმ, ხშირი კომუნიკაცია უნდა ხდებოდეს. თუნდაც, 10-წლიან გეგმას რომ ამზადებს, ბიზნესთან კომუნიკაცია უნდა გჭირდებოდეს იმისთვის, რომ ხედვები მოისმინო. ხომ არ შეიძლება, ცალკე ოთახში დაჯდე, რაღაც გეგმა დაწერო, მერე ის გამოიტანო და წარადგინო. ამიტომ, მე პირადად ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ 10-წლიან გეგმას“, – აღნიშნა „აი-სი-არ ჯგუფის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ცნობისთვის, 15-ამდე ბიზნესასოციაცია პრემიერთან შეხვედრის მოთხოვნით, დღეს პრესკონფერენციას გამართავს. არსებული ინფორმაციით, ასოციაციები პრემიერს და მთავრობას ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლის რეკომენდაციებს წარუდგენენ და რთული ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებს შესთავაზებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები