LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მამა! – ხადურის შვილის ემოციური პოსტი

6715
mariam xaduri213

ნოდარ ხადურის შვილი მარიამ ხადური „სოციალურ ქსელში“ მამის გარდაცვალების შესახებ პოსტს აქვეყნებს.

მარიამ ხადური ამბობს, რომ „ნოდო“ საუკეთესა შორის საუკეთესო მამა იყო. ასევე, ხადურის შვილი ყვება ყოფილი ფინანსთა მინისტრის მეორე, არჩეულ ოჯახზე.

„არასდროს მომწონდა ასეთი ტიპის პოსტები, თუმცა ახლა მივხვდი, რომ მართლაც დიდი შვების წყაროა.

პირველ რიგში უღრმესი მადლობა ყველას ჩვენი ტკივილის და უმძიმესი მდგომარეობის გაზიარებისთვის; თქვენ გვაძლიერებთ! მიყვარხართ და გაფასებთ თითოეულ თქვენგანს! 

კალანდია ხადურზე: აღმოჩნდა, რომ 3 ოთახიანში ცხოვრობდა და ღრეობაც ფრიად სძაგდა

"საზოგადოებრივი აზრის" ტყვეობაში მეც ვიყავი და სხვების ნაცვლად მე შემრცხვა...

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ბანალური ფრაზა ზუსტად აღწერდა ჩემს სიტუაციას.

“Life is like a roller coaster. It has its ups and downs. But its your choice to scream or enjoy the ride.”

მამას ბოლო სიტყვები თანამშრობლებისადმი იყო: “ყველაფერი წინ არის!” ალბათ იცოდა, მალე ამ სიტყვებს უნივერსალური გამოყენებაც ექნებოდა:) ეგეთი იყო მამაჩემი, ბევრი რამე წინასწარ იცოდა. იშვიათი პიროვნება იყო, რაღაც ისეთი ჰქონდა რასაც სხვებში ვერასდროს ვხედავდი. არასდროს ეზარებოდა ჩემთან საუბარი, თუნდაც უკვე ათასჯერ გვესაუბრა ერთსა და იმავე თემაზე; დეტალურად მახსოვს მასთან გატარებული თითოეული წუთი, ძირითადად საქმიანი განწყობით აღვსილები ვუზიარებდით ერთმანეთს ჩვენს მოსაზრებებს.

ბოლო ერთი წელია დიდი ინტერესით მივუდექი ეკონომიკას, როგორც თვითონ ეძახდა – ოჯახის მეცნიერებას.” უხაროდა ამ გადაწყვეტილებამდე, რომ მივედი.

ოჯახზე გამახსენდა, მას “არჩეული ოჯახიც” ჰყავდა- უნივერსიტეტი, სტუდენტები და თავისი სფერო- მაკროეკონომიკა. შეეძლო საათობით ყოფილიყო “მაღლივის” შენობაში. ბოლო დროს განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა; მაგისტრთა გამოცდებიც კი ჩაიბარა:)

ერთი სიტყვით, მაგარი კაცი იყო ნოდო! საუკეთესოთა შორის, საუკეთესო მამა! ადამიანი, რომლისთვისაც მთავარი იყო განათლებული, ცივილური და კეთილი პიროვნება ვყოფილიყავი, ამისთვის კი არაფერს იშურებდა! თვითონ კი სიკეთის და უშუალოების განსახიერება იყო; დადებითი თვისებებით დახუნძლული ბრძენი:) 

"ძალიან განიცდიდა მედიაში აგორებულ ცილისწამებას... სხვათა შორის ციკანი არასდროს უჭამია"

არასდროს ამის გამო ჟურნალისტებს არ დაპირისპირებია, ისევ ისე ღიმილით იდგა მათი კამერების წინ.

საოცარი სიამაყის გრძნობით ვივსებოდი, როცა მის გვერდით ვიდექი; მეამაყებოდა და ახლაც მეამაყება, რომ ასეთი ადამიანის შვილი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ფიზიკურად ჩემთან აღარაა, ის მაინც ჩემს გულშია, ჩემი სულის, აზროვნების, მენტალობის და ოდნავი მემარჯვენეობის ნაწილი,“ – წერს მარიამ ხადური.

ნოდარ ხადური 10 სექტემბერს 49 წლის ასაკში მოულოდნელად, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ხადური კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი იყო. მანამდე კი, 2012-2016 წლებში საქართველოს ფინანსთა მინისტრის თანამდებობას იკავებდა.

ბოლო სკანდალი, რაც ნოდარ ხადურთან დაკავშირებით აგორდა, სტუდენტს ეხებოდა: ხადურმა საჯაროდ მითხრა, რა სამში გრძელს გვაძლევს შენი თემაო – სტუდენტის ბრალდებებს ნოდარ ხადური არ პასუხობ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები