LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაგარ ქალებს ბავშვები შეცვლიან

29

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა ახალი ინიციატივის შესახებ – 2018 წლის სეზონში „ფორმულა ერთის“ რბოლების წინ სასტარტო ბილიკზე არა გოგონები, არამედ ბავშვები იდგებიან. მათი სახელწოდება იქნება – Grid-Kids.

ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას მიაჩნია, რომ ამ ნაბიჯით წინასასტარტო ცერემონია უფრო თანამედროვე და საინტერესო გახდება გულშემატკივრებისთვის, განსაკუთრებით, მცირე ასაკის ფანებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეს ბავშვები კარტინგებისა და უფრო დაბალი სარბოლო სერიების მონაწილეები იქნებიან. მათ იმ ქვეყნების საერთაშორისო ფედერაციები აირჩევენ, რომლებშიც რბოლები ჩატარდება.

„ბავშვებისთვის ეს დაუვიწყარი გამოცდილება გახდება. წარმოიდგინეთ, რა დონის მოვლენა იქნება მათთვის საკუთარი კერპების გვერდით დგომა, იმის ცქერა, როგორ ემზადებიან მსოფლიოს საუკეთესო პილოტები სტარტისთვის. ეს მათ დამატებით აღმაფრენასა და სტიმულს მისცემს იმისათვის, რომ ერთხელ თავიანთი კერპების ადგილას აღმოჩდნენ“, – განაცხადა „ფორმულა ერთის“ კომერციულმა დირექტორმა, შონ ბრატჩესმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები