უკრაინულ ვებგვრდზე კიდევ ერთი ფარული ამჯერად უკვე ვიდეო ჩანაწერი ვრცელდება. სავარაუდოდ, ლიფტში გადაღებულ კადრებში მიხეილ სააკაშვილი და მისი ბიძა ჩანან.ფარული ვიდეო მასალის მიხედვით, სავარაუდოდ, თემურ ალასანია ამჯერად იუსტიციის ყოფილ მინისტრ ზურაბ ადეიშვილზე საუბრობს.დიალოგით ირკვევა რომ ალასანია ადეიშვილით უკმაყოფილოა და ამაში ეთანხმება მიხეილ სააკაშვილიც.
თემურ ალასანია: უი, უი, უი…
მიხეილ სააკაშვილი: არა, არა. რამდენიმე თემა რაც ადეიშვილმა ამოწია თემური, ის იყო ყველაზე მეტი …
თემურ ალასანია: „ხარაშო“
მიხეილ სააკაშვილი: რა ვქნა, ეგრეა და
თემურ ალასანია: ნუ, თუ ეგრეა…
მიხეილ სააკაშვილი: ”He is very smart”.
თემურ ალასანია: მე გეტყვი, რომ არის სოფლელი. პროვინციელი ყ…ე. მაგან დაღუპა შენი მთავრობა. ბერიებს და ყ…ებს რომ აძლევ ებრაელთან მისასვლელ უფლებებს
მიხეილ სააკაშვილი: რა უფლებებს ვაძლევ საცოდავს?
თემურ ალასანია: არა ბიჭო… მშენებელი ეგ იყო, მთავარი მეღვინე ეგ იყო, გინეკოლოგი ქალაქის, პროქტოლოგი და ა.შ.
მიხეილ სააკაშვილი: ეგ შეცდომა იყო
თემურ ალასანია: ჰა?
მიხეილ სააკაშვილი: შეცდომა იყო ეგრე
თემურ ალასანია: ტიპი… მძღნერი. „პროსტა“ დაურეკო, მოეთრიე! გააანალიზე! გაეთრიე…
https://www.youtube.com/watch?v=Z1qbA6aYibo
ცნობისთვის, გუშინ ამავე უკრაინულ საიტზე სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ბიძამისის, თემურ ალასანიას აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც საუბარია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაციაზე.