LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაფიოზმა სასჯელის შემცირების იმედით მთავრობას კუნძული აჩუქა

127
1445

იტალიელმა მაფიოზმა რაფაელე იმპერიალემ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნარკოკარტელის მეთაურია, მთავრობას პირადი კუნძული აჩუქა. ამ გზით კრიმინალი პატიმრობის წლების შემცირებას ცდილობს, წერს The Guardian.

იმპერიალე მაფიას დიდი ხნის განმავლობაში ემსახურებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ის ფაქტობრივად მონოპოლიას ფლობდა პერუდან კოკაინის შემოტანაზე. რაფაელეს ვან გოგის ორი მოპარული ტილო ეკიდა მისაღებში, ამიტომ მას მეტსახელად „ვან გოგიანი მეთაური“ შეარქვეს.

5 წლის განმავლობაში იმპერიალე დუბაიში იმალებოდა და თავისი სიამოვნებისთვის თვეში 400 ათას ან მეტ ევროს ხარჯავდა. როდესაც არაბებმა ხელოვნური არქიპელაგი ააგეს, მან ერთ-ერთი კუნძული, სახელად ტაივანი შეიძინა. იტალიის ხელისუფლების შეფასებით, კუნძულის ღირებულება 60-დან 80 მილიონ ევრომდეა.

2021 წლის აგვისტოში იმპერიალე დააკავეს, 2022 წელს კი იტალიაში დააბრუნეს. ამჟამად მაფიოზის სასამართლო მიმდინარეობს და მას 14 წლიანი პატიმრობა ემუქრება. იმისათვის, რომ მთავრობასთან თანამშრომლობის სურვილი წარმოაჩინოს, მან უკვე აჩუქა ხელისუფლებას მოპარული ნახატები. შემდეგია ხელოვნური კუნძული და იმპერიალეს დიდი იმედი აქვს, რომ ეს ჟესტი პატიმრობის წლების შემცირებაში დაეხმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები