LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მაესტროს“ ახალი სკანდალური რეკლამა, სადაც გიორგი გაბუნია გააშარჟეს

753

ლევან ჩხაიძისა და მაგდა ანიკაშვილის ახალი გადაცემის ანონსმა ინტერნეტში მითქმა-მოთქმა გამოიწვია. „სანამ სხვები სიზმრებს ხედავენ, ჩვენ გაჩვენებთ რეალობას“ – ეს გადაცემის დევიზია, „მაესტროს ფაქტორი“ პარასკევობით ეთერში განსხვავებული ფორმატით უნდა გავიდეს.

ვიდეოში ნაჩვენები არიან „იმედის“ და „რუსთავის 2“-ის წამყვანები, „იმედის“ ჟურნალისტი რომ არის, ამას მხოლოდ შესაბამისი ლოგოს მქონე ჭიქით მიხვდებით, გიორგი გაბუნიას კი მსახიობი, რომელიც მას განასახიერებს, ძალიან ჰგავს და საინტერესოა, რომ მას მაისურზე 5-იანი აქვს მიმაგრებული.

ამ ვიდეოს გამოეხმაურა „რუსთავი 2“-ის დირექტორი, ნიკა გვარამია, რომელმაც ანონსი „ფეისბუქზე“ გააზიარა და დაწერა: „ასეთი რამ შალვა რამიშვილსაც არ უკადრია. გრეჩიხების 5%-იანი „მაესტროსგან“ არაფერია გასაკვირი, მაგრამ მაგდა და ჯაკო, თქვენ არ გრცხვენიათ?“

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/MaestrosFaqtori/videos/811604675642122/?__mref=message” width=”600″ height=”400″ onlyvideo=”1″]

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები