LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდში ძველ ავტომობილებთან ერთად საცობებმაც იკლო

Calle-de-Alcalá-790x527

ესპანეთის დედაქალაქში ახალი შეზღუდვა ნოემბრის ბოლოდან ამოქმედდა და გამონაბოლქვის შესამცირებლად ძველი ავტომობილების მოძრაობა აიკრძალა. კანონი დასაწყისისთვის ქალაქის ცენტრალურ ნაწილში იმოქმედებს და მისი დამრღვევები 90 ევროთი დაჯარიმდებიან. აღსანიშნავია, რომ პროექტის მიზანი გარემოზე ზრუნვასთან ერთად, ელექტრო და ჰიბრიდული ავტომობილების პოპულარობის გაზრდაცაა.

როგორც ჩანს, სიახლემ გაამართლა და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან ერთად მას სხვა დადებითი მხარეებიც აღმოაჩნდა. მაგალითად ის, რომ ქალაქში საცობების რაოდენობა 32%-ით შემცირდა და ამ შედეგის მიღწევა სულ რამდენიმე დღეში გახდა შესაძლებელი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები