LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდმა ქაღალდის ბილეთები გააუქმა

78

მადრიდმა ქაღალდის ბილეთები გააუქმა. ტრანსპორტის დეპარტამენტის ინფორმაციით, ქაღალდისგან დამზადებული ბილეთები რომლებიც მეტროსა თუ ავტობუსში მგზავრობისას გამოიყენებოდა, სულ მალე აღარ გაიყიდება. ხოლო, ის ადამიანები, ვისაც ბილეთი უკვე შეძენილი აქვს, მის გამოყენებას 31 დეკემბრამდე შეძლებენ. 2018 წლის 1 იანვრიდან მადრიდის საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მხოლოდ არაკონტაქტური ბარათით იქნება შესაძლებელი. ბარათს 10 წლიანი სარგებლობის ვადა ექნება და მის გამოყენებას ერთდროულად სხვადასხვა ადამიანები შეძლებენ. ბარათის ღირებულება 2,5 ევროა და მისი შეძენა უკვე 1,5 მილიონმა ადამიანმა მოასწრო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები