LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის საზოგადოებრივ ტრანსპორტში ასაკოვან ადამიანებთან სასაუბროდ სპეციალური ადგილები გამოიყო

112
priority-talk-2

მადრიდის მეტროსა და საქალაქო ავტობუსებში გაჩნდა სპეციალური ადგილები იმ ასაკოვანი ადამიანებისთვის, ვინც კომუნიკაციაზე უარს არ იტყოდა. ინიციატივის მიზანი მარტოხელა ადამიანების დახმარებაა, მათი ვისაც ცოცხალი ურთიერთობების ნაკლებობა აქვს და კომპანიონის პოვნაც უჭირს.

„სასაუბრო“ ადგილის ამოცნობა სპეციალური იასამნისფერი სტიკერითაა შესაძლებელი. იქვეა წარწერა, რომელიც პოტენციურ მოსაუბრეებს ასაკოვანი ადამიანების სიახლოვეს მოთავსებას და მათ მოსმენას სთავაზობს.

ოფიციალური სტატისტიკით ესპანეთში 80 წელს გადაცილებული 850 ათასი ადამიანი იტანჯება მარტოობით და ამ პრობლემის გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებიც აქვს.

პანდემიის გამო ევროპაში 2-ჯერ გაიზარდა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც თავს მარტოსულად გრძნობს და ევროკავშირმაც პრობლემის მოგვარება დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები