მადრიდის „რეალი“ მსოფლიოს 30 უმსხვილესი კლუბის რეიტინგის სათავეშია, მეორე „ბარსაა“. ეს France Football-ის ნათქვამია.
დათვლა ათი მაჩვენებლით მოხდა: შემადგენლობის საბაზრო ღირებულება, მოგებული საკონტინენტაშორისო ტურნირები, ფეხბურთელები „ოქროს ბურთით“, სარეკორდო ტრანსფერის თანხა, საერთო შემოსავლები, გაყიდული მაისურები, მატჩებზე საშუალო დასწრება, აუდიტორიის მოცვა, ხელმომწერები სოცქსელებში, საკლუბო ისტორია (სუბიექტური რეიტინგი).
პირველი როგორც ვთქვით „სამეფო კლუბია“, მეორე მისი მოსისხლე „ბარსელონა“ და მესამე „მანჩესტერ იუნაიტედი“.
არაევროპულ კლუბებიდან 30-ეულში შევიდნენ „ბოკა ხუნიორსი“, „ალ აჰლი“, „ინდეპენდიენტე“, „ამერიკა“, „სანტოსი“.