LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადრიდის ცენტრიში ქუჩის მუსიკოსები აღარ იქნებიან

37

მადრიდის ცენტრიდან ქუჩის მუსიკოსები გაყარეს. დედაქალაქის მერიის გადაწყვეტილებით, „ცოცხალი ქანდაკებები“, მიმები, ზღაპრული პერსონაჟები თუ მუსიკოსები ცენტრალურ ქუჩებზე მუშაობას ვეღარ შეძლებენ.

საქმე ისაა, რომ ნაკლები კონტროლის გამო პუერტო–დელ–სოლზე ერთდროულად 200–ზე მეტი ქუჩის არტისტი გროვდებოდა და თავისი წარმოდგენებითა თუ შოუებით მთელ სივრცეს ავსებდა. შედეგად ადგილობრივებისა თუ ტურისტებისთვის ადგილი საერთოდ აღარ რჩებოდა.

ხელისუფლების აზრით, სიტუაცია უსაფრთხოების თვალსაზრისითაც საკმაოდ საშიში იყო და ქუჩაში მოღვაწე ადამიანებს შესაძლოა თავისი მდგომარეობა ცუდი მიზნებისთვის გამოეყენებინათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები