LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადონას შვილი აცდენს სკოლას, სვამს და ეწევა

84

მართალია, მადონამ შეძლო შვილთან, როკოსთან და ყოფილ ქმართან, გაი რიჩისთან ურთიერთობის დალაგება, რომ მას კვლავ ახალი სანერვიულო აქვს. ინტერნეტში განთავსდა ფოტოები, სადაც ჩანს, რომ როკო მეგობრებთან ერთად ხიდის ქვეშ ზის, სვამს ალკოჰოლს და ეწევა – სავარაუდოდ, არა სიგარეტს.

როკომ კვლავ დაიწყო სკოლის გაკვეთილების გაცდენა, დღის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ერთად ატარებს.

მასსა და მადონას შორის დაძაბული ურთიერთობა რამდენიმე კვირის წინ დასრულდა – პოპვარსკვლავი ლონდონში ჩავიდა, რათა შვილთან და ყოფილ ქმართან ესაუბრა. მართალია, მათ შორის გაუგებრობა დასრულებულია, თუმცა, როკოს სკოლაში სიარულის და სწავლის პრობლემა კვლავ რჩება. მადონა ყოველთვის მიიჩნევდა, რომ კარგი განათლება წარმატებული მომავალის საწინდარია. ახლა მომღერალი მზად არის, თვითონ ატაროს შვილი სკოლაში, რისთვისაც, მას ლონდონში საცხოვრებლად გადასვლა მოუწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები