LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადონას ახალი მსხვერპლი“ – 63 წლის მადონას და 27 წლის მალუმას ცეცხლოვანი ფოტოები

177
page

პოპის დედოფალი, 63 წლის მადონა და 27 წლის კოლუმბიელი მომღერალი, მალუმა გამოცემა „როლინგ სტოუნის“ გარეკანზე მოხვდნენ. ისინი რუბრიკის, „მუსიკოსები მუსიკოსზე“ სტუმრები იყვნენ, სადაც ცხოვრების სტილზე ისაუბრეს. აღსანიშნავია, რომ მადონა ფოტოებში საოცრად ახალგაზრდულად გამოიყურებოდა, სავარაუდოდ მან კვლავ ფილტრი გამოიყენა.

თქვენს წინაშეა 63 წლის მადონა „ფილტრის“ გარეშე

ვარსკვლავები ერთმანეთს ეხვეოდნენ და ისე პოზირებდნენ ფოტოობიექტივის წინაშე. გლამურული ფოტოების გავრცელების შემდეგ ინტერნეტსივრცეში კომენტარები არ წყდება.

„მადონას ახალი მსხვერპლი“, „რა ცეცხლოვანი ფოტოებია“, – წერენ კომენტარებში.

მალუმასთვის, რომელიც 10 საათზე იძინებს და დილის 6 საათზე სავარჯიშო დარბაზში მიდის, მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მადონა ღამის ცხოვრებით ცხოვრობს.

„ღამის 4 საათზე ვიძინებ“, – აცხადებს 63 წლის მადონა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები