პოპ-მუსიკის 57 წლის დედოფალი მადონა ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც სახეს არა პლასტიკურ ქირურგებს, არამედ სპეციალურ მანქანას ანდობს. როგორც აღმოჩნდა, მადონა, ისევე, როგორც თავის დროზე მაიკლ ჯექსონი, იყენებს მოწყობილობას, რომელიც ამდიდრებს კანს ჟანგბადით, აძლევს ბრწყინვალების ეფექტს და სიბერის ნიშნებს აქრობს.
კანის კვების ეტაპზე მანქანის საშუალებით ხდება კანის გამდიდრება ვიტამინებით, ჟანგბადითა და ჰიალურონის მჟავით, ეს კი რამდენიმე კოსმეტოლოგის მუშაობის ტოლფასია.
ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ მოწყობილობის გამოყენებით ეფექტი უფრო დიდ ხანს შენარჩუნდება, მოქმედება კი ბევრად უვნებელია, ვიდრე ჩხვლეტა სახის მიდამოში.