ამერიკელი მომღერალი მადონა კენიის პირველ ლედის, მარგარეტ კენიატას შეხვდა ნაირობიში და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები განიხილა, ინფორმაციას The Star ავრცელებს.
მადონას თქმით, მისი ფონდები, რომლებსაც Global Philanthropy Group მართავს, კომპანია Beyond Zero-სთან ერთად იმუშავებს. მომღერალმა განმარტა, რომ საუბარია პროგრამებზე, რომელიც უკავშირდება დედების და ბავშვების ჯანმრთელობის საკითხებს, ასევე, ინიციატივებს, რომელიც გენდერულ თანასწორობას ეხება.
მადონამ აღნიშნა, რომ მას და კენიის პირველ ლედის საერთო მიზანი აქვთ, დაიცვან ქალები და ბავშვები.
თავის მხრივ, კენიატამ მადონას საზოგადოებრივი მოღვაწეობა დადებითად შეაფასა და თანამშრომლობას მიესალმა.