პარტია „კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი ფილოსოფოსს ლევან ბერძენიშვილს მადლობას უხდის გადაცემისთვის, სადაც ჯანსუღ ჩარკვიანის შესახებ საუბრობდა.
„ბატონო ლევან, მივმართავ ლევან ბერძენიშვილს, ახლა მოვისმინე თქვენი გადაცემა საუბარი – ჯანსუღ ჩარკვიანის გახსენება, უბრწყინვალესი ანალიზი – შემოქმედის – პოეტის პიროვნებისა.
ჰოდა, მადლობით დავიწყო თუ რა ვთქვა მართლა არ ვიცი, ამ საოცარი გადაცემისთვის, დავჯექი და მაგრად ვიტირე და კიდევ მინდა გითხრათ: ჯანსუღის ლექსის „ირინოლას“ წაკითვის დროს „საქართველოვ შენ ვინ მოგცა შვილი დასაკარგავი“, „რად არ წუხხარ ირინეს“ აი მაგ თქვენს (უცებ- წამით) წამოსულ ნაღდ ცრემლებს ვენაცვალე, ასე არავის ცრემლი „გამხარებია“ ოდესმე. რა ბედნიერებაა ნიჭიერი ინტელექტუალი ადამიანი ამ ქვეყნად.
მიყვარხართ, მადლობთ, თავად უშიშარო!“, – წერს თაკო ჩარკვიანი.
ბატონო ლევან , მივმართავ ლევან ბერძენიშვილს, ახლა მოვისმინე თქვენი გადაცემა- მთაწმინდელები, საუბარი – ჯანსუღ…
Posted by Tako Charkviani on Saturday, 10 June 2023