ავადმყოფი, ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც სახლიდან გაიპარა, საპატრულო ეკიპაჟმა იპოვა და სახლში დააბრუნა. ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა პერტაია „ფეისბუქზე“ წერს.
დილით მოქალაქემ მომწერა, მინდა, საპატრულო ეკიპაჟ 7307-ს მადლობა გადავუხადო და დამეხმარეო… 🙂 აღმოჩნდა, რომ ავადმყოფი ხანდაზმული მამა ღამე სახლიდან გაპარულა, მერე ბინის მისამართი დავიწყებია.. დაკარგული, მიუსაფარი პოლიციელებმა – თემურ როსტომაშვილმა და თემურ ნონიაშვილმა იპოვეს, ვინაობა და მისამართი დაადგინეს და სახლშიც დააბრუნეს … ჰოდა, დილაადრიან მისმა შვილმა მომწერა – მადლობა, რომ მამა დამიბრუნეთო…
არის მომენტები, როცა განსაკუთრებულად მიყვარს ჩემი სამსახური. ათასი გრძნობა და ფიქრი ირევა… ფიქრი იმაზე, რომ ძალიან მაგარია, როცა შენი პროფესია სხვაზე ზრუნვა და გაფრთხილებაა… მოკლედ, ჩემო პოლიციელებო, ვამაყობ თქვენით და ვიცი, რომ მსგავსი ისტორიები დღენიადაგ ხდება, უბრალოდ, მთხრობელია ცოტა…