Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
„მადლობა, რომ ლოცულობთ ჩემთვის“ – 91 წლის „ბიძია ალი“ სერიალიდან „კლონი“, კლინიკაშია მოთავსებული – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მადლობა, რომ ლოცულობთ ჩემთვის“ – 91 წლის „ბიძია ალი“ სერიალიდან „კლონი“, კლინიკაშია მოთავსებული

723
სტენიო-გარსია

მიმდინარე კვირას, მსახიობი სტენიო გარსია, რომელიც მსოფლიომ გაიცნო პოპულარული ბრაზილიური სერიალიდან „კლონი“, კლინიკაში გადაიყვანეს. 91 წლის მსახიობი სახსრებში ძლიერ ტკივილს უჩიოდა. ექიმებმა 91 წლის ვარსკვლავს, სეპტიცემიის დიაგნოზი დაუსვეს, რაც სეფსისის ერთ-ერთი ფორმაა.

ცნობილია, რომ ექიმების აქტიური ჩართულობის შემდეგ, მსახიობის მდგომარეობა დასტაბილურდა. ამის შემდეგ სტენიო გარსია კლინიკიდან კონტაქტზეც გამოვიდა.

მსახიობმა სოციალურ ქსელში სტატუსი  გაავრცელა, სადაც მაყურებელს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.

,,მადლობა, რომ ლოცულობთ ჩემთვის, მალე ყველაფერი მოგვარდება“ – აცხადებს მსახიობი.

ცოტა ხნის წინ გარსიამ პლასტიკური ოპერაციაც ჩაიტარა. „ბიძია ალის“ როლის შემსრულებელი სერიალში „კლონი“, ერთ-ერთი ყველაზე სახასიათო პერსონაჟი იყო.

როგორ გამოიყურება დღეს უკვე ჭაღარა საიდი სერიალიდან „კლონი“ 22 წლის შემდეგ

როგორ გამოყურება დღეს „ნაზირა“ ლეგენდარული სერიალიდან „კლონი“ – მსახიობი 70 წლისაა

მონატრებული ჰადე, საკულტო სერიალიდან „კლონი“, ეკრანებზე ახალი სერიალით ბრუნდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები