LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა რადიო-ჰოლდინგ „ფორტუნას“, მოხარული ვარ, რომ მე გავხდი თქვენი რჩეული – ვიოლეტა მგალობლიშვილი

274
ვიოლეტა 44

„პირველი არხის“ ეთერში დასრულდა მუსიკალური პროექტი „ვოისი“. პროექტის პარტნიორებმა თავიანთი რჩეულები დაასახელეს.

რადიოჰოლდინგ ,,ფორტუნას” საზოგადოებასთან ურათიერთობის სამსახურის უფროსმა, თამარ სადრაძემ  fortuna.ge-ს რჩეული გამოავლინა – ვიოლეტა მგალობლიშვილი.

ვიოლეტა მგალობლიშვილს საჩუქრად გადაეცა ბათუმში, სასტუმრო ,,ჰილტონში” დასვენების საგზური თანმხლებ პირთან ერთად.

კონკურსის მეორე დღეს, ვიოლეტა მგალობლიშვილმა სოციალურ ქსელში, სტატუსი გამოაქვეყნა და ყველას, ვინც კონურსში მის წარმატებაში წვლილი შეიტანა, მადლობა გადაუხადა

„მთელი დღეა ვფიქრობ, საიდან დავიწყო წერა და აზრებს თავს ვერ ვუყრიი.. მომიტევეთ, თუ რამე არეულად დავწერო ან ვინმე გამომრჩეს.

ჩემს სამადლობელ წერილს ვუძღვნი თითოეულ გურულს, ვინც ხელებდაკაპიწებული ცდილობდა ჩემთვის გამარჯვება ეჩუქებინა.

მადლობა ყველას ..

იმ შეტყობინებებისთვის, რომელსაც უწყვეტად ვიღებ. ვციდლობ ყველას გიპასუხოთ, მაგრამ თუ მთლად მკვირცხლი ვერ შევიქენი, ეგეც მომიტევეთ .

მადლობა ჩემს მაესტროს , ჩემს სულს და გულს რომ მაჩუქა დაუვიწყარი ემოციები მასწავლა ძალიან ბევრი რამ როგორც მუსიკაში ისე ადამიანურ საკითხებში და მთავარი რაც მასწავლა არის გავაკეთო ჩემი მაქსიმუმი, რათა იმ ადამიანებს, ვისაც ჩემი იმედი აქვთ, არასდროს ნაპერწკლები არ ჩავუქრო. მადლობა  ნიკოლოზ რაჭველს და უკაცრავად, რასაც ნერვებს გიშლიდით, მანჩო გული და სული ხარ, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გაბრაზებ ვიცი, რომ გიყვარვარ ..

მადლობა მანანა მორჩილაძესა და ნათია ოქრუაშვილს. ნათ, შენ რომ არ ყოფილიყავი, არ ვიცი საერთოდ რა იქნებოდა .
მინდა, ასევე მადლობა გადავუხადო მთელს გუნდს, ვისაც მცირედი წვლილი მაინც მიუძღვის
მადლობა ჩვენს გლადიატორს აუღებელ ციხესიმაგრეს რკინის ნერვების მქონე სოფი ჩხიკვაძეს  ნამდვილად ღირსეულად გაგვიძლო და როგორ არ დაგაფასოთ .

მადლობა ირაკლი კუჭავას, ჩვენს მერს უდიდესი მხარდაჭერისთვის და დაფასებისთვის მადლობა ჩოხატაურის კულტურის ცენტრის წარმომადგენლებს თამუნა კეკელიძესა და ვერიკო გოგოლაძეს.

მადლობა იმ ადამიანებს, ვინც ჩვენს სილამაზეზე ზრუნავდა.
მადლობა ჩემს მეგობარ კონკურსანტებს გამხნევებისთვის და იმ სასიამოვნო გარემოსთვის რაც ჩვენ ყველამ ერთად შევქმენით.
მადლობა ერკეთის დედათა მონასტერს და წინამძღვარ დედა მარიამს

მადლობა Dephani KidArt-ს ბავშვების ხელოვნების სახლს მხარდაჭერისთვის და დაფასებისთვის უდიდესი პატივი იყო თქვენი გვერდში დგომა .

Dress Tbilis-ს მადლობა, რომ ასეთი სილამაზეები მეცვა

პერსონალურად მინდა გადავუხადო მადლობა კატო ოცხელს და თქვენს ოჯახს დაუღალავი შრომისთვის და ამოდენა სიყვარულისთვის (გამემართლებინოს ) .

მადლობა ჩემს ოჯახს , დედას მამას და მთელს მგალობლიშვილებს .

მადლობა რადიო-ჰოლდინგ ფორტუნა -ს მოხარული ვარ, რომ მე გავხდი თქვენი რჩეული, უდიდესი პატივია ახლა დასვენება. ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება ვინმეს გაეკეთებინა ჩემთვის.

მეშინია, რომ არ გამომრჩეს ვინმეეეე …. მადლობა ჩემს სამეგობრო წრეს და განსაკუთრებით ბუდას, რომელიც გვერდიდან არ მომშორებია არც ერთი წამი ყველას ვუსურვებ ერთ ბუდას

მაგდუცი (მაგდა ივანიშვილი) მიყვარხარ ძალიან და იცი შენ მე როგორც მიხარია შენი წარმატება და დამსახურებული გამარჯვება “, – წერს სოციალურ ქსელში ვიოლეტა მგალობლიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები