LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა პრეზიდენტს – ისრაელის ელჩის ქალიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდა

73
1 israel

ისრაელის ელჩის რან გიდორის ქალიშვილი საქართველოს მოქალაქე გახდა. რან გოდორი სოციალურ ქსელში მადლობას უხდის საქართველოს პრეზიდენტს და პასპორტის მიღებით გახარებული ქალიშვილის ფოტოებს აქვეყნებს.

„ჩემი პატარა ქალიშვილი უკვე საქართველოს მოქალაქეა!

დიდი მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ჩემი შვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებისთვის.

მე წარმოუდგენლად ვამაყობ იმით, რომ ემილი, რომელიც შარშან თბილისში დაიბადა, ახლა როგორც ისრაელის, ისე ქართველოს მოქალაქეა, რაც ჩვენს ერებს შორის არსებულ ურყევ მეგობრობას და სიყვარულს გამოხატავს“, – წერს ისრაელის ელჩი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები