LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ოთო, მადლობა დინამო: კიტეიშვილმა შტურმთან კონტრაქტი გააფორმა

33

ოთარ კიტეიშვილმა გრაცის „შტურმთან“ 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 22 წლის კიტეიშვილი ავსტრიულ გუნდში 9-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს. „დინამოში“ გატარებული 3.5 წლის განმავლობაში ოთომ 126 შეხვედრა ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. „დინამო“ მადლობას უხდის გუნდის კაპიტანს და წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში.

მადლობას უხდის თავის აწ უკვე ყოფილ გუნდს ფეხბურთელიც.
კიტეიშვილი „დინამოს“ ემოციურად გამოემშვიდობა.

“დინამოში 3.5 წელიწადი გავატარე და ეს არის კლუბი, რომელიც მუდამ ჩემს გულში იქნება. როგორც ფეხბურთელმა და როგორც პიროვნებამ, ამ კლუბში უდიდესი გამოცდილება მივიღე.

ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც წინ ახალი ნაბიჯი უნდა გადადგა. ვთვლი, რომ ეს მომენტი ჩემთვის ახლა დადგა. “დინამოში” ყოფნის მანძილზე იყო იმედგაცრუებაც და იყო დიდი სიხარულიც და ტიტულები – ეს ყველაფერი მუდამ დარჩება ჩემს გულში.

მინდა, მადლობა გადავუხადო გუნდის ხელმძღვანელობას, კლუბის პრეზიდენტის – რომან ფიფიას თამადობით, რომსაც მუდამ ქონდა ჩემი იმედი.

ასევე ყველა იმ ფეხბურთელს, მწვრთნელსა და გუნდში მომუშავე პერსონალს, რომელთა დამსახურებაცაა ყოველი წარმატება. მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა.

მადლობა “დინამოს” გულშემატკივარს, რომელიც მუდამ ამხნევებს “დინამოს” და ყოველთის ვგრძნობდი მათ მხარდაჭერას და სიყვარულს.

ვამაყობ, რომ “დინამოში” ვთამაშობდი და ვიყავი ამ დიდი გუნდის კაპიტანი. მადლობა “დინამო”, – წერს კიტეიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები