ტიხარის ფესტივალი 5-დღიანი მოვლენაა, რომელიც დივალის დღესასწაულის ფარგლებში ტარდება. კუკურ ტიხარის ფესტივალის მეორე დღე კი, ნეპალში ძაღლებს ეძღვნებათ.
ადგილობრივები თავიანთ ბინადრებს ყვავილებით რთავენ, შუბლზე წითელ წერტილებს (ტიკებს) უკეთებენ და საუკეთესო საკვებს აჭმევენ.
ამ დღეს ისინი თავისი ცხოველებისადმი ყველაზე თბილ გრძნობებს გამოხატავენ და მადლობას უხდიან მათ ერთგულებისთვის.
ეს დღესასწაული ადამიანობის სიმბოლოდ იქცა, განსაკუთრებით ჩინეთში უკვე ჩატარებულ ძაღლის ხორცის ფესტივალის მერე.
დღესასწაული გულს უხარებს, როგორც ძაღლების პატრონებს, ისე თავად ცხოველებს, რომლებისთვისაც ადამიანების სიყვარული აუცილებელია.