LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა გავრილოვს – პოლიტიკოსების შეფასება ნულოვან პროპორციულ არჩევნებზე

1152
tina khidasheli

პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2020 წელს არჩევნები პროპორციული სისტემით ჩატარდება და  ბარიერი იქნება ნულოვანი.

პოლიტიკოსები და რიგითი მოქალაქეები ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებენ. მათი ნაწილი გადაწყვეტილებით კმაყოფილია, ნაწილი კი აცხადებს, რომ ეს უფრო მეტ ქაოსს გამოიწვევს და ქვეყანა მიიღებს ისეთ პარლამენტს და არასტაბილურობას, როგორც ეს 1992-1995 წლებში იყო.

“ქართული ოცნების” მმართველობის დროინდელი თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი წერს, რომ ამ გადაწყვეტილებით ივანიშვილმა თავის ყველაზე მთავარ ფილოსოფიაზე თქვა უარი.

“პირდაპირ ჰოლანდიაში ამოვყავით თავი  უბარიერო პროპორციული არჩევნები!
ივანიშვილმა თავის ყველაზე მთავარ ფილოსოფიაზზე თქვა უარი: შუა უნდა გაჩნდესო ეს თქვა ფაქტიურად დღეს!
თუ ვამბობდით ხალხის განწყობების ადეკვატური პარლამენტი გვინდაო, ეს იქნება ნამდვილი, ხალხის განწყობების ადეკვატური პარლამენტი.
თუ ისეთი გვინდა ჩვენ რომ მოგვეწონება ასეთი სისტემა დემოკრატიაში არ მოუგონიათ ჯერ 
ამიტომ ჩამოვყალიბდეთ! გვინდა თუ არ აპროპორციული, ხალხის განწყობების შესაბამისი ხელისუფლება ქვეყანაში?
თუ პასუხი დადებითია, მაშინ სწორედ ეს არის სისტემა,” –  წერს ხიდაშელი.

 

ამ გადაწყვეტილებას ეხმიანება “ქართული ოცნების” ასევე ყოფილი მინისტრი რეინტერგრაციის საკითხებში ბუკა პეტრიაშვილიც.

“მე სულ არ მაშინებს ნულოვანი ბარიერი! ოცნება და პატრიოტებიც კი ვერასდროს შექმნიან ღია კოალიციას, არათუ ახალი ორკები და კიდე ორკაციანი ძალათ პარტია ტიპები! სადაც მოსალაპარაკებელი იყო, მოლაპარაკებულია უკვე, მარა იმათაც ძაააალიან გაუჭირდებათ ლუსტრირება! მივალთ რეალურად კოალიციურ მთავრობამდე! მე ღრმად მწამს ამის!”-  წერს ის სოციალურ ქსელში.

ყოფილი პოლიტიკოსი და ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: “მადლობა გავრილიოვს. ის რომ არა, ხომ არ გვექნებოდა პროპორციული სისტემა 2020-ში? 

 

“ეროვნული ფორუმის” წარმომადგენელი კი საგანგაშოს უწოდებს მიღებულ გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ამაში ოპტიმისტის ვერ ხედავს.

“ავოეე, არჩევნებზე მოსული 0.67 % ამომრჩევლის ხმა დაჭირდება უბარიერო სისტემაში 1 მანდატის მოპოვებას. სადღაც 11-13 ხმა მაქსიმუმ! ახლა მოვემზადოთ დიდი ცირკისთვის. აღარ მახსოვს, რამდენი ათეული სუბიექტი მონაწილეობდა 1992 წლის არჩევნებში, მაგრამ …. აბა ახლა დაიყრება ერთკაციანი პარტიები! გარწმუნებთ საარჩევნო ბიულეტენი ერთი დიდი გრაგნილი იქნება. პოლიტიკური პროცესის სრული მარგინალიზაცია, ხოლო დემოკრატიის ნაცვლად კი ამ ცნების სრული პროფანაცია შეიძლება მივიღოთ ! ძველი გამოცდილებით, ძალიან მრავალპარტიული, პოლიტიკურად ძალიან ჭრელი პარლამენტი კი დემოკრატიულობის გარანტი კი არა, უპრინიციპო პოლიტიკური ვაჭრობის ცენტრი გახდება (მე თქვენ გეტყვით პარტიები არ იზამენ! ). ამ ცვლილებების შედეგად დიდია ალბათობა რამდენიმე სცენარის ან მათი კომბინაციის: 

1. მივიღოთ ძალიან არასტაბილურ ხელისუფლება, პერმანენტულ პოლიტიკურ კრიზისები, რაც ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ძალიან საშიშია,
2. დავემშვიდობოთ არაპოპულარულ, მაგრამ აუცილებელ რეფორმებს. გვეყოლება არა რეფორმებზე არამედ, პოპულულიზმზე ორინტირებული მთავრობები;
3. მივიღებთ უფრო მეტად კლანურ სისტემას პოლიტიკაში, იმიტომ რომ რეალობაში ჩვენთან პარტიები არა საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლები, არამედ ლიდერების გარშემო მოკრებილი კლანებია.
4. შესაძლბელია, მყვირალა, ჭრელი და გადაწყვეტილებების ვერმიმღები პარლამენტის ფონზე ძალიან გაძლიერდეს ერთადერი სტრუქტურა, აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც პარლამენტში შესულ მრავალრიცხოვან, მაგრამ სუსტ პარტიებთან წარმატებული ვაჭრობის შედეგად რეალურად გაზრდის თავის გავლენას!
5. სანახაობა ნამდვილად გვექნება, პური და განვითარება რა გითხრათ.
6. ეს სიტემა არა მრავალპარტიულობის განვითარებას, რაც შეუძლებელია რეალური, ძლიერი, პროგრამების და ხედვების მქონე პარტიების შექმნის გარეშე, არამედ უფრო მეტი სუსტი პარტიის გაჩენისა და ფსევდომრავალპარტიულობის პროცესს შეუწყობს ხელს.
P.S. მაპატიეთ ასეთი ემოციური კომენტარი, მაგრამ ვერ ვიქნები ოპტიმისტი ამ ვითარებაში და არ ვფიქრობ, რომ ეს საზოგადოების გამარჯვებაა!,” – წერს ირაკლი მელაშვილი