LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ფბ-ს ლუსტრაციისთვის – ქეთევან ქარდავა ევროპის ბიუროს დახურვასთან დაკავშირებულ გამოხმაურებებზე წერს

81

„მადლობა ფბ-ს ლუსტრაციისთვის“ –  “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ევროპის ბიუროს ჟურნალისტი, ქეთევან ქარდავა, ბიუროს დახურვასთან დაკავშირებით კიდევ ერთ პოსტს წერს სოციალურ ქსელში.

„#საზმაუსბიურო, დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. მადლობა ქართულ მედიასივრცეს სოლიდარობისთვის. უღრმესი მადლობა სხვა არხებზე მომუშავე ჟურნალისტებს და მათ ხელმძღვანელებს. გადავხედე ”პოსტებს” – კომენტარებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვება “მოამბის” თანამშრომლებიდან ახალი ამბავი ყველამ წაიკითხა, მხოლოდ რამდენიმე შემეხმიანა და ეს გადაწყვეტილება ცალსახად უარყოფითად შეაფასა. მადლობა მათ გამბედაობისთვის და მხარდაჭერისთვის.✌️❤️ ბევრი ვერ მიხვდა, რა მოხდა. ბევრი მოვლენების განვითარებას აკვირდებდა და ბევრს გაუხარდა. სერიიდან #აწიიქნებჩვენცვიაროთ. მადლობა ფბ-ს ლუსტრაციისთვის,“ – წერს ჟურნალისტი სოციალურ ქსელში.

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ევროპის ბიურო პირველი თებერვლიდან იხურება. არხის მენეჯმენტი მიზეზად ფინანსურ ხარჯებს ასახელებს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები