Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მადლობა ელჩებს, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს არსებული სიტუაციიდან: სერგო ჩიხლაძე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადლობა ელჩებს, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს არსებული სიტუაციიდან: სერგო ჩიხლაძე

55
BeFunky-collage (2)

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი სერგო ჩიხლაძე ოპოზიციის წარმომადგენლების ფასილიტატორ ელჩებთან შეხვედრის შესახებ აცხადებს, რომ რაიმე სახის გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა, თუმცა ელჩებს მადლობას უხდის იმისთვის, რომ სიტუაციიდან გამოსავალს ეძებენ.

„ელჩებთან შეხვედრაზე რაიმე სახის გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული. უბრალოდ, ბოლო დღეების ვითარება კიდევ ერთხელ ავუხსენით ელჩებს. ისინი ძალიან შეშფოთებული არიან და მადლობა მინდა, ვუთხრა, რომ ისინიც ეძებენ გამოსავალს ამ სიტუაციიდან. ჩვენ დავუდასტურეთ, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან თუ იქნება შემხვედრი ნაბიჯები, კვლავ მზად ვართ მოლაპარაკეკებისთვის. დიდი მოწონებით შეხვდნენ ჩვენს მზაობას და ამიტომ ჯერი ისევ „ქართულ ოცნებაზეა“. შეხვედრები გაგრძელდება ელჩებთან. „ქართულ ოცნებას“ როდესაც გაესაუბრებიან, სავარაუდოდ კვლავ შედგება ჩვენი შეხვედრა“. – განაცხადა ჩიხლაძემ.

შეგახსენებთ, ელჩებთან აუდიენცია გუშინ შედგა. რაც შეეხება ოპოზიციის სამომავლო გეგმებს, ისინი მთავარი პირობის შეცვლაზე უარს აცხადებს და პროტესტის სხვადასხვა ფორმით გამოხატვისთვის ემზადება. მასშტაბური საპროტესტო აქცია-მსვლელობა ოპოზიციამ პარასკევს, 15:00 საათზე უკვე დააანონსა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები