დღეს მიხეილ კალანდიას საქმეზე პროცესი გაგრძელდება და ბრალდებულის ოთხი მოწმე დაიკითხება. მისი ადვოკატი ზურაბ თოდუა განმარტავს, რომ დღემდე სულ 20 მოწმეა დაკითხული, თუმცა მათგან არც ერთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელი არ ყოფილა.
მისი თქმით, პროკურატურამ უკვე წარმოადგინა ამ საქმესთან კავშირში მყოფ პირებს შორის სოციალური ქსელ „ფეისბუქით“ გავრცელებული ინფორმაცია. ის ამბობს, რომ ამ მიმოწერით დასტურდება, მიხეილ კალანდიას უდანაშაულობა.
მიხეილ კალანდიას ადვოკატი “ქართულ ოცნებასა” და ” ევროპულ საქართველოს” პოლიტიკურ გარიგებაში ადანაშაულებს. ზურაბ თოდუა აცხადებს, რომ სწორედ ამ ორი პარტიის გარიგების პროდუქტია კალანდიას დაპატიმრება, რითიც მისი თქმით, ზაზა სარალიძე დაამშვიდეს. “ამით დააშოშმინეს სარალიძე, რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემას უქმნიდა ქალაქს და სახელმწიფოს თავისი საქციელით. ეს სპექტაკლიც ამის გამო გაითამაშეს და საპყრობილეში სრულიად დაუსაბუთებლად მოათავსეს“, – აცხადებს […]
"სარალიძე თავისი საქციელით სახელმწიფოს პრობლემას უქმინდა და ამით დააშოშმინეს" - რის გასაჯაროებას ითხოვს კალანდიას ადვოკატი
„ამ მტკიცებულებით პირდაპირ შეგვიძლია, ვთქვათ, რომ მიხეილ კალანდიას მიმართ გამოთქმული ბრალდება ზოგიერთი დაინტერესებული პოლიტიკური პირების მიერ, რომ თითქოს მან წინასწარ მოუწოდა თავის მეგობრებს ხანჯლებითა და დანებით შეიარაღებულები მოსულიყვნენ და ანგარიში გაეწიათ ვინმესთვის, არ დასტურდება.
ეს მიმოწერები, ვიღაცებს რომ წაშლილი ეგონა და მირზა სუბელიანის განხორციელებული ზეწოლის შედეგად გამოძიებით არ იქნა ამოღებული, გაბათილდა.
,,ოდნავი ვისაც წვლილი მიუძღვის ამ საქმეში, ყველა დაისჯება“
კიდევ ბევრს დაიჭერენ: ზაზა სარალიძე გამოძიებით კმაყოფილია?
მადლობა ცუკერბერგს, რომ ასეთი მტკიცებულება მოგვაწოდა.
ეს მტკიცებულება სასამართლომ დასაშვებად ცნო, იგი არის სადაო და მისი გამოკვლევა მოხდება სხვა მტკიცებულებებთან ერთად თავის დროზე“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.
გამოძიება მიხეილ კალანდიას, ხორავას ქუჩაზე, დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება.