“არავისთვის არის დასამალი, ბევრჯერ მითქვამს, რომ, როგორც ყოფილი მაჟორიტარი, მხარს ვუჭერ და მომავალშიც ყოველთვის მხარს დავუჭერ მაჟორიტარულ სისტემას საქართველოში,” – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, კონსტიტუციის ახალი პროექტით ხელისუფლების უზურპაციის ნებისმიერი შესაძლებლობა გამორიცხულია.
“კონსტიტუციის პროექტი, რომელიც არის წარმოდგენილი და მისი მიღება უნდა დასრულდეს, არის მაქსიმალურად დაბალანსებული. ის აძლევს საქართველოს იმ საპარლამენტო მოდელს, რომლის შემოღებაც 2010 წელს, “ვენეციის კომისიის” რეკომენდაციის მიუხედავად, არ იქნა შესაძლებელი, რადგან ყველას გვახსოვს, რომ ბატონი სააკაშვილი იმზადებდა პრემიერმინისტრის სკამს და ამისთვის სჭირდებოდა ეს კონსტიტუცია,” – განაცხადა თეა წულუკიანმა.