LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი: რუსთავში არჩევნებს „ოცნება“ იგებს

125
BeFunky-collage (5)

რუსთავში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი შატაკიშვილის განცხადებით, დღევანდელმა დღემ დაადასტურა, რომ რუსთავში არჩევნებს „ქართული ოცნება“ იგებს და მხარდამჭერთა რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე იზრდება.

როგორც შატაკიშვილმა ბრიფინგზე აღნიშნა, დღეს რუსთავში შუალედურ არჩევნებზე 40 ათასამდე ამომრჩეველი მივიდა.

„რუსთავისა და გარდაბნის 10 თემის მაჟორიტარულ ოლქში შუალედურმა არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, არ დაფიქსირებულა არცერთი საჩივარი არც საუბნო და არც საოლქო საარჩევნო კომისიაში. მიუხედავად იმისა, რომ შუალედური არჩევნებისთვის არ არის დამახასიათებელი მაღალი აქტივობა, ჩვენს ოლქში მაინც 40 ათასამდე ამომრჩეველმა დააფიქსირა თავისი ნება. მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

დღევანდელმა დღემ კიდევ ერთხელ, ნათლად დაადასტურა, რომ რუსთავში არჩევნებს იგებს „ქართული ოცნების“ გუნდი და მხარდამჭერთა რაოდენობა არჩევნებიდან არჩევნებამდე კიდევ უფრო მზარდია“,- განაცხადა ირაკლი შატაკიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს ორ მაჟორიტარულ ოლქში პარლამენტისა და ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართა.

ცესკოს მონაცემებით, დღის 5 საათისთვის, არჩევნებში მოსახლეობის აქტიურობა ასეთი იყო:

  • ბათუმი – 40,7%
  • რუსთავი და მარნეული – 22,8%

რუსთავში, №12 მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში პარლამენტის შუალედური არჩევნების ჩატარება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე რუსთავის მერი გახდა.

რაც შეეხება ბათუმის საკრებულოს მაჟორიტარის არჩევის საკითხს, ეს მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც არჩევნებიდან მალევე, “ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი” ნუგზარ ფუტკარაძე გარდაიცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები