LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადეირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ახალგაზრდებისა და მოხუცებისთვის უფასო გახდება

118
1200

მომავალი წლიდან პორტუგალიაში, მადეირას კუნძულზე მთელი საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასო იქნება 23 წლამდე სტუდენტებისა და 65 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის. საინტერესო სიახლის შესახებ the Portugal news წერს.

ამ გზით კუნძულზე მავნე გამონაბოლქვის შემცირებას ვარაუდობენ, რაც კერძო ავტო ტრანსპორტის მოხმარებას უკავშირდება და გლობალურ დათბობას იწვევს. ევროპაში გარემოს დაბინძურების 70% სწორედ მანქანებზე მოდის. სწორედ ამიტომ 2050 წლისთვის მთავარი გეგმა გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებაა. ასეთი მიზნები დაისახა ევროკავშირმა გლობალურ დათბობასთან ბრძოლის ფარგლებში.

საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააიაფეს ან საერთოდ უფასო გახადეს სხვა ევროპულმა ქალაქებმაც. მაგალითად, პრაღაში ავტობუსები და მეტრო უფასოა ნისლიან ამინდში. პარიზში საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფასოა 18 წლამდე ბავშვებისთვის, ბრიუსელში – 25 წლამდე ახალგაზრდებისთვის. ლუქსემბურგმა კი ყველას აჯობა და მგზავრობის ღირებულება ყველასთვის გააუქმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები