LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მადეირა ტურისტულ გადასახადს აწესებს

123
Screenshot 2024-01-25 112136

2024 წლის მეორე ნახევარში პორტუგალიის პოპულარული კუნძული ტურისტებისთვის გადასახადის შემოღებას გეგმავს. სიახლის შესახებ The Portugal News წერს.

პორტუგალიის ხელისუფლება აზუსტებს, რომ მოგზაურებს, რომლებიც არქიპელაგზე დასვენებას ამ წლის მეორე ნახევრიდან გადაწყვეტენ, დამატებით ღამეში 2 ევროს გადახდა მოუწევთ.

მადეირაზე ყოფნის მაქსიმალური საფასური ადამიანზე 14 ევროს არ გადააჭარბებს. საინტერესოა ის ფაქტი, რომ გადასახადი იმოქმედებს როგორც უცხოელი, ასევე შიდა ტურისტებისთვისაც.

თუკი ვიზიტორი კუნძულზე კვირაზე მეტს გაატარებს, დარჩენილ დღეებზე გადასახადს არ დაუწერენ. გარდა ამისა, ახალი მოსაკრებლისგან თავისუფალი იქნებიან 13 წლამდე ბავშვები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები