მადაგალის დასახლებულ პუნქტზე თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა.მათი უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. თავდასხმა ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ მებრძოლებმა განახორციელეს. ექსტრემისტები სოფელში მოტოციკლებით შეიჭრნენ და ცეცხლი გახსნეს.
არიან დაშავებულებიც, რომლებიც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს.