ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატის პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს 25 წლის ადგილობრივი, რომელმაც საგზაო მოძრაობის წესები დაარღვია. სატრანსპორტო საშუალებად მამაკაცმა გამოიყენა პროდუქტის ტრანსპორტირებისთვის განკუთვნილი მაცივარი, რომელიც ძრავით და საჭით აღჭურვა. დოკუმენტების შემოწმების შემდეგ პოლიციამ დაადგინა, რომ კანონდამრღვევს მართვის მოწმობა არ ჰქონდა. გარდა ამისა, თვითნაკეთი მანქანა დარეგისტრირებულიც არ იყო.
ძრავიანი მაცივარი პოლიციელებმა 30 დღით საჯარიმო სადგომზე გადაიტანეს და ის დაურეგისტრირებელ სატრანსპორტო საშუალებად გააფორმეს. მათ დაადგინეს, რომ დაკავებულ ადგილობრივს მართვის მოწმობა არასდროს ქონია და ამიტომ სასამართლოს წინაშე მოუწევს წარდგენა. გარდა ამისა, მამაკაცს ალკო ტესტიც აუღეს, რომელიც უარყოფითი აღმოჩნდა. სხვა შემთხვევაში მას საკმაოდ სერიოზული სასჯელი დაემუქრებოდა.