LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭავარიანს ფინალამდე 6 ქულა დააკლდა

102

ოლიმპიადაზე დებიუტი ჰქონდა ტყვიის მსროლელ ცოტნე მაჭავარიანს, რომელმაც 10 მეტრიან დისტანციაზე სპორტული პისტოლეტიდან სროლაში 574 ქულა დააგროვა და 46 მონაწილეს შორის 29-ე ადგილი დაიკავა. ფინალურ რაუნდში (სადაც საკვალიფიკაციო ეტაპიდან 8 საუკეთესომ გააგრძელა მედლებისათვის ბრძოლა) მოსახვედრად მაჭავარიანს 6 ქულა დააკლდა. ოლიმპიური ჩემპიონი ვიეტნამელი ჰოანგ ჰუან ვინი გახდა.

მოსინჯა ძალები მოცურავე ირაკლი რევიშვილმაც, რომლიც საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე შეურთდა. რევიშვილმა თავისუფალი ყაიდით ცურვაში 400-მეტრიანი დისტანცია 4.00.56 წუთში დაფარა და 50 მონაწილეს შორის 45-ე ადგილზე გავიდა.

ოლიმპიადის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა – olympic.org – ნინო სალუქვაძეს და ცოტნე მაჭავარიანს ვრცელი წერილი მიუძღვნა. დედა-შვილის ოლიმპიურ რეკორდზე უკვე ბევრჯერ ითქვა, თუმცა იმდენად საინტერესო მოვლენაა, რომ მისი კიდევ ერთხელ აღნიშვნით არაფერი დაშავდება – ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი პირველი დედა და ვაჟი არიან, რომლებიც ერთ ოლიმპიადაზე მონაწილეობენ!

msy-gov.ge

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები