LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭავარიანის ქუჩაზე გადაადგილება შეიზღუდება

77
Untitled design

13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისი მერიის ინფორმაციით, შეზღუდვა მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას უკავშირდება:

„ამ ეტაპზე, მაჭავარიანის ქუჩაზე ასფალტის საფარის ზედა ფენა დაიგება.

დაგეგმილი საგზაო სამუშაოების გამო, 13 სექტემბრის 23:00 საათიდან 14 სექტემბრის 07:00 საათამდე, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები