LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „საინტერესოა, რომ ელჩი გავრილოვის ღამეზე საუბრობს და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს პარლამენტზე შტურმი მიიტანა

198
Untitled design (1)

„ქართული ოცნებიდან“ გასული ერთ-ერთი დეპუტატი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება აშშ-ის ელჩის დღევანდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც „მნიშვნელოვანია, ქართველებმა 3-4 წლით უკან გაიხედონ და გაიხსენონ, საიდან მოდის ღრმა პოლარიზაცია, – გავრილოვის ღამე, შეუსრულებელი პოლიტიკური დაპირებები და ანტიდემოკრატიული ქმედებები“.

“არ ვიცი, ეს ჯგუფი რას ან ვის წარმოადგენს” – კელი დეგნანი „ხალხის ძალის“ ბრალდებებს უგუნურს უწოდებს

როგორც მაჭარაშვილი აღნიშნავს, ელჩის ყოველი გამოსვლის შემდეგ, დეპუტატები რწმუნდებიან, რომ გადაწყვეტილება – საზოგადოებისთვის სიმართლე ეთქვათ – სწორია:

„ეს განცხადება ფაქტობრივად იმის აღიარებაა, რომ ჩვენს ბოლო წერილებში მითითებული მტკიცებულებები არის მართალი, რადგან არც ერთ მათგანზე ქალბატონ ელჩს არ უპასუხებია და კონტრარგუმენტი არ წარმოუდგენია. მეტიც ის შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავს ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატებს, გაუგებარს უწოდებს და შეთქმულებებზე საუბრობს.

საინტერესოა, რა არის, მისი აზრით, შეთქმულება – ის, რომ საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა მოსამართლე და ანგარიში მოსთხოვა და ჩვენ ეს კითხვა დავსვით, ეს შეთქმულებაა? თუ ის, რომ საელჩო ამბობს, რომ 30 წელი გადაიხადა იმისთვის რომ ქართული მართლმსაჯულება განვითარებულიყო და ამიტომ კონსტიტუციურ ორგანოებს – პარლამენტს და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს, რომ ესა თუ ის მოსამართლე უნდა დაინიშნოს უვადოდ და ამა თუ იმ კანონში უნდა შევიდეს ცვლილება, ეს შეთქმულებაა? გარდა ამისა, მისი აზრით, გავრილოვის ღამე ყოფილა წინაპირობა და საფუძველი პოლარიზაციისა.

საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს ელჩი და აბრალებს ხელისუფლებას, თითქოს ხელისუფლებამ მიიტანა შტურმი პარლამენტზე. პარლამენტზე შტურმი მიიტანა სწორედ ნიკანორ მელიამ რამდენიმე ასეულ რადიკალთან ერთად, რომელიც იქნა დაპატიმრებული და სწორედ საელჩოს დაჟინებული მოთხოვნით იქნა გამოშვებული ციხიდან პარლამენტის შტურმის დამაორგანიზებელი პიროვნება, პოლიტიკოსი ნიკანორ მელია. ამაზე საუბრობს ელჩი, თითქოს ეს იყო ხელისუფლების შეტევა და შტურმი პარლამენტზე.

საკანონმდებლო ორგანოზე შტურმი ამერიკაში თუ დასჯადია, საქართველოში დემოკრატიის ნგრევა რატომ არის, თუ დაიჭერენ თუნდაც პოლიტიკოსს, ვინც შტურმი განახორციელა პარლამენტზე. თუ ამერიკაში კანონის უზენაესობა და თანასწორობა სხვანაირია და საქართველოში კანონის უზენაესობა და თანასწორობა საელჩომ უნდა განსაზღვროს, როგორი იყოს, ეს არის არასწორი მიდგომები, როდესაც ქართული საზოგადოება ხვდება, რომ ამერიკაში დემოკრატია სხვანაირად მუშაობს, ხოლო საქართველოში საელჩოს უნდა რომ სხვანაირად ამუშაოს, არასწორი მიდგომაა. ჩვენი მიზანი კი არ არის ვინმეს დისკრედიტაცია, არამედ ის, რომ საზოგადოებამ სწორად დაინახოს სიმართლე, რა ხდება საქართველოს საწინააღმდეგოდ თუ სასარგებლოდ“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები