Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მაჭარაშვილი: ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი რომ ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში – სიზმრებს თავი დაანებეთ, მომავლისკენ გაიხედეთ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი რომ ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში – სიზმრებს თავი დაანებეთ, მომავლისკენ გაიხედეთ

137
გურამ მაჭარაშვილი

„ოპოზიციამ დალიოს ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, ვითომ ორბანი რომ ეჩხუბება ევროკავშირს, აღარ ნახოს სიზმარში – სამადაშვილები ევროპაშიც არიან, მაგრამ არიან რაციონალური ევროპელები, რომელთა იმედი გვაქვს“, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით დეპუტატმა უპასუხა კითხვას, ხომ არ ქმნის საქართველოსთვისაც საფრთხეს უნგრეთის პრეზიდენტის ვიქტორ ორბანის პოზიცია, რომელიც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას, მხარს არ უჭერს.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ახლა ორბანის ოპოზიციაში გადავიდა.

„უნგრეთის მიზანი ყოველთვის იყო საუკეთესო კონტაქტების დამყარება რუსეთთან და ჩვენ ეს მოვახერხეთ“ – ვლადიმერ პუტინი პეკინში ვიქტორ ორბანს შეხვდა

„არაერთხელ გირჩიეთ, შეიძლება პირადად თქვენ არა, მაგრამ ოპოზიციას, დალიონ ხოლმე ნაკურთხი წყალი, რომ საშინელებათა ფილმები, საფრთხეებს რომ უწოდებთ, სიზმარში აღარ ნახოთ.

შავ სიზმრებს ნახულობთ, რომ ვითომ ორბანი ეჩხუბება ევროკავშირს და ევროკავშირი მოუგებს ორბანს, მერე თან საქართველოს ჩააყოლებთ ხოლმე – „ორბანის მხარეს რომ იყავი, ახლა ევროკავშირი შენ დაგჩაგრავსო“.

[related_news id=”949218″ align=”left”]

ამ სიზმრებს თავი დაანებეთ, მომავლისკენ გაიხედეთ, ორბანი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც NATO-ს და ევროკავშირის წევრია. „კატა ვერ შეწვდა ძეხვსაო, პარასკევია დღესაო“, ოპოზიციამ ვერ მოუგო ქართველ ხალხის და ქართულ სახელმწიფოს და ახლა ორბანს დაეჯახა, ორბანის ოპოზიციაში გადავიდა სალომე სამადაშვილი, რომელიც ვისი ოპოზიციაა კაცმა არ იცის.

ასეთივე წარმატებით სვამდით კითხვებს, სანამ ევროკომისია მიიღებდა გადაწყვეტილებას, მაგრამ შედეგი ხომ ნახეთ, რაც იყო?! ევროპაშიც არიან ადამიანები, ვინც არასწორად აზროვნებს, სალომე სამადაშვილები, სამწუხაროდ, ევროპაშიც არიან, კუბილიუსი ვინ არის აბა, ფოტიგა?.. მაგრამ არიან რაციონალური ევროპელები, რომელთა იმედი ჩვენ გვაქვს და გვექნება მომავალშიც“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები