LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „ხალხის ძალის“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას განვიხილავთ“

131
ing

„პოლიტიკური ორგანიზაცია უკვე ვართ. რაც შეეხება პოლიტიკურ პარტიას, ამასთან დაკავშირებით „ხალხის ძალაში“ საკმაოდ აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და „ხალხის ძალის“ პოლიტიკურ პარტიად ჩამოყალიბებას განვიხილავთ“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ხალხის ძალა“ არის ორგანიზაცია, რომელიც არა სამომავლო პოლიტიკური წარმატებისთვის, არამედ საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის შეიქმნა“.

„ხალხის ძალა“ – „კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი ჩვენ მიგვიძღვის.. რომ არა სიმართლე, რომელსაც ვამბობდით, ხალხი ვერ აღიჭურვებოდა იარაღით, რომელიც ზეწოლასთან გასამკლავებლად იყო საჭირო“

„ხალხის ძალა“ რა მოცემულობითაც ვარსებობთ, ამ ფორმატმა უკვე შეძლო ის, რომ ქართულმა საზოგადოებამ დაინახა, რომ ის პოლიტიკაში ჩართულია და საგარეო პოლიტიკა მათი გადაწყვეტილებით იქმნება. ეს არის ყველაზე მთავარი, რაც „ხალხის ძალამ“ გააკეთა, ჩვენ ახალი პოლიტიკის ფორმირებით ქართველი ხალხი აქტიურ პოლიტიკურ პროცესებში ჩავრთეთ.

აუცილებლად უნდა ითქვას ის, რომ არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ვართ ის ორგანიზაცია, რომელიც არა სამომავლო პოლიტიკური წარმატებისთვის, არამედ საკუთარი ქვეყნის გადარჩენისთვის შეიქმნა.

„ქართული ოცნების“ რიგები იმიტომ კი არ დავტოვეთ, რომ აუცილებლად პარტია შეგვექმნა, არამედ იმიტომ, რომ რასაც „ოცნება“ ვერ ახერხებდა, რადგან ხელისუფლებაშია და მმართველი პარტიაა, ეს ჩვენ გაგვეკეთებინა. შემდეგ კი ბუნებრივად დადგა დღის წესრიგში ის, რომ „ხალხის ძალა“, რომელიც პოლიტიკური ჯგუფია პარლამენტში, იქნება თუ არა, როგორც, პოლიტიკური პარტია.“

ამ პოლიტიკით, რასაც პროცესებში ხალხის აქტიური ჩართულობა ჰქვია, ამა თუ იმ ფორმით, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ.

„დარწმუნებულები ვართ, საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა იმ პოლიტიკას ემხრობა, რაც „ხალხის ძალამ“ შექმნა. რომ არა „ხალხის ძალის“ მიერ გატარებული პოლიტიკა, ქვეყანაში ის სამწუხარო მოვლენები იქნებოდა, რასაც სხვაგან ვხედავთ“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

სოზარ სუბარი: დღეს რომ ჩვენ აქ ვსხედვართ და ქვეყანაში მშვიდობაა, დღეს რომ ქართული საზოგადოება ძალიან ბევრ თემაზე თამამად ლაპარაკობს, ამაში „ხალხის ძალის“ ძალიან დიდი დამსახურებაა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები