LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი: „ღმერთმა არ წამაკითხოს ის, რასაც ქალბატონი სამადაშვილი კითხულობს, იმიტომ, რომ ასეთი განათლება – იმოქმედო სამშობლოს წინააღმდეგ, დამღუპველია“

152
ing

მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი „ლელოს“ დეპუტატის, სალომე სამადაშვილის მიერ მისი მისამართით გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

„სირცხვილია, რომ შალვა პაპუაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეა.. ბატონ მაჭარაშვილს კი ვურჩევ, მეტი იკითხოს, ევროპულ პრესას მაინც გაეცნოს, რომელიც მის მშობლიურ, რუსულ ენაზე ითარგმნება“ – სალომე სამადაშვილი

მაჭარაშვილის თქმით, აღნიშნულ განცხადებაზე სერიოზულ კომენტარს ვერ გააკეთებს:

„ღმერთმა არ წამაკითხოს ის, რასაც კითხულობს ქალბატონი სამადაშვილი, იმიტომ, რომ ასეთი განათლება  – იმოქმედო სამშობლოს წინააღმდეგ, დამღუპველია.

სალომე სამადაშვილს როდესაც აქვს კითხვები, არ შეიძლება იუმორით არ გამოვეხმაურო, იმიტომ, რომ სალომე სამადაშვილის განცხადებაზე სერიოზული კომენტარი ალბათ არ უნდა გააკეთო, რა წაიკითხა და რა ისწავლა ჩვენ ვნახეთ, როდესაც მისმა კოლეგებმა ამხილეს სამშობლოს ღალატში.

ყველა იქნება მხილებული და ყველა მიხვდება, რომ საქართველოში არის ეროვნული, ქართული ხელისუფლება და ის ყველას დაუდასტურებს, რომ ქვეყანას შეუძლია მეორე ფრონტში ჩარევის გარეშეც მიიღოს კანდიდატის სტატუსი.

რადიკალები არც აქამდე მონაწილეობდნენ და პროცესებში და მომავალშიც შეუძლიათ მას თავი აარიდონ.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ რადიკალური ოპოზიცია მხილებულია იმაში, რომ ისინი იბრძოდნენ ქვეყნისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგი“, – თქვა მაჭარაშვილმა.

მისივე განცხადებით, „საჯაროდ არის ცნობილი, რომ დღემდე მიდის აქტიური კამპანია, საქართველოსთან მიმართებით ევროინტეგრაციის პროცესი დაზიანდეს“.

„კარგად იცით ისიც, რომ არც ერთ ჯგუფში, არა თუ არ მონაწილეობდა რადიკალური ოპოზიცია, არამედ პირიქით, ხელს უშლიდა ამ ჯგუფებს მუშაობის პროცესში. არადა, სწორედ მათმა მუშაობამ გამოიღო შედეგი – ევროკომისიამ პოზიტიური გადაწყვეტილება გამოიტანა საქართველოსთან მიმართებით. ამიტომ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პირობები, რაც უნდა შესრულდეს, ევროკავშირთან მიმართებით საქართველოს მხრიდან შესრულდება ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობების კარგი გამოცდილების საფუძველზე.

რაც შეეხება სამოქმედო გეგმას, რა ეწერება მასში ცნობილი გახდება საჯაროდ უახლოეს მომავალში და რასაც ჩვენ შევასრულებთ, მაგრამ ოპოზიციას რაც შეეხება, ისინი თუ არ ჩაერთვებიან, შესაძლოა, ეს კარგიც იყოს. ჯერ ერთი, რომ ამბობენ არ უნდათ და არ მიაჩნიათ სწორად ამ ჯგუფებში მუშაობა. და თუ ასეა, მაშინ რას კითხულობენ რა წერია სამოქმედო გეგმაში? ეს გეგმა საჯაროდ განიხილება და რაც ყველაზე მთავარია, საქართველო ყველა პირობას აუცილებლად შეასრულებს“, – თქვა გურამ მაჭარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები