პარტია „საქართველოსთვის“ მოწოდებას, გადაიყვანონ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებაში, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.
როგორც მაჭარაშვილი ამბობს, „გიორგი გახარიას განცხადებას, რომ თითქოს მიხეილ სააკაშვილის ციხეში გადაყვანას ითხოვს, არავინ დაიჯერებს, რადგან ერთი წლის წინ მასთან პოლიტიკურ ქორწინებაში შევიდა და დღემდე ქორწინებაში არიან“.
„ეს კუდი საზოგადოებაში უკვე ძალიან კარგად ჩანს. გახარია „ნაცმოძრაობასთან“ თანამშრომლობას ვერ მოიცილებს, თუმცა მცდელობები ექნება. როგორც ჩანს, გახარიას და ხაზარაძეს პატრონებმა უთხრეს, რომ ნელ-ნელა „ნაცმოძრაობის“ იარლიყი ჩამოირეცხონ, მაგრამ საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ოპოზიციაში წამყვანი ძალა სწორედ „ნაცმოძრაობა“ იყო.
მის გარეშე არც ერთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ, რასაც „ნაცმოძრაობა“ იტყოდა, იმას აკეთებდნენ, გახარიაც, ხაზარაძეც და სხვა რადიკალური ოპოზიცია.
ამიტომ, ახლა გახარიას ცრემლები, ვაიმე, საქართველოს რა ვუყოთ და „ნაცებისგან“ როგორ გავათავისუფლოთ, არავის აღარ სჯერა“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
ცნობისათვის, პარტია „საქართველოსთვის“ ხელისუფლებას მოუწოდებს, „შეწყვიტოს წინასაარჩევნო სპექტაკლი და მიხეილ სააკაშვილი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანოს“.