LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მაჭარაშვილი ჟურნალისტებს: „გთხოვთ, აშშ-ის ელჩს, თავი დაანებოთ – პარტნიორულ ურთიერთობებს ვაპირებთ“

132
მაჭარაშვილი და აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგენი

„გთხოვთ, აშშ-ის ელჩს, თავი დაანებოთ – პარტნიორულ ურთიერთობებს ვაპირებთ“, – ამ განცხადებით საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა, ყოფილ მთავარ პროკურორსა და ბრალდებულ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებაზე დასმულ შეკითხვას უპასუხა.

მაჭარაშვილი მოსაზრებით, აშშ-ის ელჩი სიტუაციას რეალურად აფასებს.

რობინ დანიგენი – ძალიან მოხარული ვარ საქართველოში ყოფნით და მადლობას გიხდით თბილი დახვედრისთვის

„აშშ-ის ელჩს გთხოვთ, რომ თავი დაანებოთ, იგივე სიტუაციაში ნუ შეეცდებით ჩააგდოთ როგორშიც იყო მისი წინამორბედი.

„ჩვენ ვურჩევდით მთავრობებს, ჩვენი სანქციები გამოიყენონ ერთგვარ მინიშნებად, რომ შემთხვევა შეუძლიათ გამოიძიონ“ - რობინ დანიგანი

საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი განმარტავს, რას გულისხმობს აშშ-ის მხრიდან საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ სანქციების დაწესება.

ახალ ელჩთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ რეალურად აფასებს სიტუაციას, მისი ნორმალური, პარტნიორული ურთიერთობებით, ამიტომ ზედმეტი არასწორი ინტერპრეტაციებისგან თავი შევიკავოთ, რადგან ვაპირებთ პარტნიორულ ურთიერთობებს“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

რაც შეეხება ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობასა და ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას, მაჭარაშვილის თქმით, თუ ელჩი სხვა მისი ქვეყნის პრეზიდენტისგან განსხვავებულ პოლიტიკას ატარებს, ეს უნდა განმარტოს.

„თუ აშშ-ის ელჩის სხვა პოლიტიკას ატარებს, ვიდრე მისი ქვეყნის პრეზიდენტი, ეს უნდა განგვიმარტოს, მაგრამ მე მგონია, რომ ამერიკის ელჩი მაინც უფრო რეალურად შეაფასებს სიტუაციას და აქედან გამომდინარე გააკეთებს განცხადებებს.

აშშ-ის ახალი ელჩი რობინ დანიგენი საქართველოშია

დღეს სი ძინ პინი ხვდება ბაიდენს და ორივე აცხადებს, რომ აპირებენ, მათ შორის სამხედრო თვალსაზრისით თანამშრომლობას.

მართალია, ზურაბიშვილი დაჭერას უპირებს სი ძინ პინს და ალბათ, გააორმაგებს დაცვას, მაგრამ ამერიკის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის და ჩინეთის პრეზიდენტი საჯაროდ ამბობენ, აპირებენ თანამშრომლობას მათ შორის სამხედრო მიმართულებით და დასკვნები თქვენ თვითონ გააკეთეთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ინფორმაციისთვის, აშშ-ის ელჩის რობინ დანიგენმა რადიო „თავისუფლებასთან“ საუბრისას განაცხადა, რომ ჩინეთი არის ქვეყანა, რომელიც სულ უფრო უახლოვდება რუსეთს და რომელსაც საქართველოს ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებული აქვს.

 

 

გამოყენებულია „ინტერპრესნიუსის“ ფოტო
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები