„ჩემი ოჯახის წევრები არ ისმენენ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფას?“ – ამის შესახებ საზოგადობრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
იაგო ხვიჩია: ბერაია ამ გზაზე იდგა დიდი ხანია, უბრალოდ არავინ „წაატორმუზა“, როცა შეცდომებს უშვებდა
აღნიშნული მან უპასუხა კითხვას, ოპოზიციონერი დეპუტატის თეონა აქუბარდიას მისამართით „ქართული ოცნების“ დეპუტატების მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების თაობაზე, რაზედაც მაჭარაშვილმა აღნიშნა, რომ ბოდიში თავად აქუბარდიას აქვს მოსახდელი.
„ჩემი ოჯახის წევრები არ ისმენენ ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ შეურაცხყოფას? აქუბარდიას სინანული გინახავთ ამასთან დაკავშირებით? თქვენთვის რომ ეკადრებინა, რომ „უღირსი“ ხარ, „მოკლე ადამიანი,“ რას იზამდით?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.