„ოპოზიციაზე აღსრულდა ბიბლიური სიტყვები, არა არს დამალული, რაც არ გაცხადდეს. გაცხადდა ის, რომ ოპოზიცია ებრძოდა კანდიდატის სტატუსის საწინააღმდეგოდ“, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი მოსაზრებით, ოპონენტები ახლა ბრიუსელს ეუბნებიან, რომ ბოლომდე არ გაწირონ და „საჩხუბრად“ რაღაც თემები დაუტოვონ:
„ახლა უკვე ბრიუსელს, ამ შემთხვევაში განსასჯელს ეუბნებიან, რომ მთლად ბოლომდე არ გაწირონ ოპოზიცია და კანდიდატის სტატუსის მოცემის შემთხვევაში რაღაც სათქმელი და საჩხუბარი მაინც დაუტოვონ.
სხვა შემთხვევაში ისინი პოლიტიკურ ჯოჯოხეთში აღმოჩნდებიან, რასაც მათი პოლიტიკური კარიერის დასასრული ჰქვია“. – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.